საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთაში მამაპაპისეული მიწის რეგისტრაცია მაქსიმალურად უნდა გავაიოლოთ - მირიან წიკლაური

16:54 - 03 მაისი 2019 hits 15416

„მთის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ელექტროენერგია, ინტერნეტიზაცია აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური აქტივობის გაძლიერება. მაგრამ, მთაში სად და როგორ უნდა განახორციელონ ეს ეკონომიკური აქტივობა? ამისთვის ხომ მიწაა საჭირო, დაწყებული სათიბ-საძოვარით, ტურისტული ობიექტის მშენებლობისთვის და ა.შ. სამწუხაროდ, მთაში ხალხი მამაპაპისეულ მიწას ვერ ირეგისტრირებს“, - აცხადებს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური.

დეპუტატის თქმით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები განსაკუთრებით იმ რეგიონებშია შექმნილი, სადაც მიწას ფასი დაედო: „ჩვენ ვმუშაობდით ამ თემაზე, რომ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა მიწის დარეგისტრირება და მივედით იქამდე, რომ ერთი საბუთის ნაგლეჯია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს რეგისტრაცია, თუნდაც შევარდნაძის ცნობილი ხელმოწერილი პასპორტები. ასეთი პასპორტები არსებობს გუდაურზე, მაგრამ ვერ ირეგისტრირებენ. გვაქვს ყაზბეგზე, მაგრამ ვერ ირეგისტრირებენ იმიტომ, რომ მიწას იქ ფასი დაედო. იქ სადაც ფასი არა აქვს, იქ ირეგისტრირებენ თავისუფლად.

დიახ, ხელისულების წარმომადგენელი რომ ვარ, პარლამენტის წევრი რომ ვარ, ჩემი თვითკრიტიკის მიზნით ვაცხადებ ამას. ეს ასე არ უნდა იყოს. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად მათ საკუთრებაში ითვლებოდა, ასე იყო ხევში, ხევსურეთში, სვანეთში. თან დავაც არა აქვთ ერთმანეთში. ყველამ იცის თავისი, ვის რა აქვს. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს საკითხი დაისვას.

სასაზღვრო რეგიონებია ძირითადად. ხალხს, რომლებიც იქ ცხოვრობს ან დასახლდება, თანამესაკუთრის განცდა უნდა ჰქონდეს, იმის განცდა, რომ ის რაღაც მას ეკუთვნის. ბუნებრივი მესაზღვრე ხდება. თუ ეს ასე არ იქნება, ეს განცდა შეიძლება დაიკარგოს და ძალიან სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის მომავალში“.

ფშავ-ხევსურეთში, ხევში, თუშეთში, სვანეთში და სხვა მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობა მამა-პაპისეული სახლების დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. ამ რეგიონებში ადრეულ პერიოდში არ ჩატარებულა სახლების ინვენტარიზაცია, არ ხდებოდა პროექტირება და სამშენებლო ნებართვის გაცემა, ანუ სახლების აშენება ხდებოდა სათემო ტრადიციის საფუძველზე. მოქალაქეებს არ გააჩნდათ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი რაიმე იურიდიული დოკუმენტები. მათი მემკვიდრეებიც დღეს დგანან პრობლემის წინაშე, რადგან ვერ ადასტურებენ, რომ სახლი მათმა წინაპარმა ააშენა და მას ეკუთვნოდა.

ამ თემაზე:

რას სთხოვს ხევსურეთში დაბრუნებული ერთადერთი ახალგაზრდა მთავრობას

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში