საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ - ახალი წიგნი საქართველოს ბუნებაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:44 - 05 თებერვალი 2017 hits 19101

გამომცემლობა „კლიომ“ ახალი წიგნი - „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამოსცა. ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ადგილი. წიგნის ავტორი თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილია.

წიგნში აღწერილ თითოეულ ობიექტს თან ერთვის დეტალური ინფორმაცია, კოორდინატები და ფოტომასალა, ბუნების ღირსშესანიშნავი ადგილები კი რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი.

„წიგნში შეტანილი ღირსშესანიშნავი ადგილები თავიანთი მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი იქნება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის,“ - აცხადებს გიორგი დვალაშვილი.

წიგნში - „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ შეტანილია აბუდელაურის ტბები, მტირალას მთა, ჩანჩხალოს მღვიმე-მაცივარი და ქვაკაცა, მწვანე ტბა, კუდაროს მღვიმოვანი, გოლის ლოდები, უშოლთის მღვიმე, მრავალძალის (სიყვარულის) ტბა, სხვავის ჭა-საყინულე, შარეულას ხეობა, საირმის კლდეები, ხვამლის მასივი, ზესხო...

„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“„კლიომ“ სერიის - „საქართველოს საგანძურის“ ფარგლებში გამოსცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში