საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მაღალმთიან დასახლებებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა

16:18 - 05 იანვარი 2017 hits 8244

2017 წლის 1-ლი იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი ამოქმედდა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ კანონის თანახმად, აბონენტს ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდება, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში სხვა სოციალური შეღავათებიც მოქმედებს.

2016 წლის 1 სექტემბრიდანსაპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %-ის ოდენობით, ანუ ისინი 180 ლარის ნაცვლად იღებენ 216 ლარს. ასევე სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;

მაღალმთიან დასახლებებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ყოველთვიურად ეძლევა დანამატი: ექიმს - 360 ლარის ოდენობით; ექთანს - 180 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლის მასწავლებელს ეძლევა დანამატი თვეში 142 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებს დაენიშნათ ფინანსური დახმარება თვეში 50 ლარის ოდენობით, ხოლო მწვრთნელის კვალიფიკაციის ანდა მისი აღსაზრდელების სპორტული მიღწევების შესაბამისად, ფინანსური დახმარების ოდენობა იზრდება 10-დან 20 ლარის ფარგლებში.

2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვებისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის - 2 წლის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით.

2016 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან მთლიანად გათავისუფლდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის 3 ან მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით შეუმცირდა.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან ასევე მთლიანად გათავისუფლდა მაღალმთიან დასახლებაში კერძო სექტორში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი. 

ამ თემაზე:

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

როგორ მივიღოთ მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი



Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში