საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლეილა უძილაურის ვიდეობლოგი – ერთადერთი, რაც ამ ხეობას იმედს აძლევს, სკოლაა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:24 - 26 დეკემბერი 2016 hits 5997

„მთელი ბავშვობა აქ, ამ სოფელში მაქვს გატარებული, ბებო-პაპასთან. ოჯახით ხან აქ ვცხოვრობდით, ხან - ახმეტაში. დედაჩემიც, ჩემსავით, ამ სკოლის მასწავლებელი იყო და მეც ეს სკოლა დავამთავრე. ზუსტად იმის თქმა გამიჭირდება, რამდენი კომლი ცხოვრობდა ადრე, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ილტოს ხეობა ხალხმრავალი იყო, სიცოცხლე დუღდა. მეურნეობა იყო, სკოლა, ბიბლიოთეკა, კლუბი, გზაც იყო“, – ამბობს ლეილა უძილაური, ილტოს ხეობის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

„4 წელი სოფელში გამგებელი ვიყავი, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი აქაურების ჭირ-ვარამი.

ამ ხეობაში, სამწუხაროდ, დიდი ხანია დაიწყო პრობლემები: მიგრაციის საკითხი მწვავედ დგას, გადის ხალხი აქედან, რთულია ცხოვრება და სახელმწიფოც ჯერჯერობით ვერაფერს გვთავაზობს.

ჩვენი ძირითადი პრობლემა გზაა: ახმეტამდე სულ 15 კილომეტრია, ტრანსპორტიც არის, კვირაში 2-3-ჯერ მაინც დადის და, ამდენად, მოსახლეობას კავშირი აქვს რაიონულ ცენტრთან. გზა ნორმალური რომ იყოს, გადაადგილება არ იქნება რთული და ასეთი გაუსაძლისიც არ იქნებოდა ცხოვრება. გზის საკითხი თუ მოგვარდება, სხვა პრობლემებიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება.

აქ არც მაღაზია, არც - ბიბლიოთეკა, ახლა გართობაზე პრეტენზია არც გვაქვს, სავაჭრო და გასართობი ცენტრები ბევრ ქალაქშიც არ არის და ჩვენც ავიტანთ მის არარსებობას. წყალი გვაქვს, ტელეფონიც ყველგან იჭერს. ინტერნეტი? ხაზის ინტერნეტი არ არის, მაგრამ საჰაერო, ბოჭკოვანი ინტერნეტი გვაქვს.

აქ სხვა რაიმე სამსახური არ არის, სოფლის მეურნეობას მისდევს ხალხი და ეს ერთადერთი სკოლა გვაქვს. ამიტომ, ამ სკოლის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მოსწავლეების მოზიდვას ჯერჯერობით ჩვენი ძალებით ვახერხებთ. ამ ეტაპზე 7 მოსწავლე გვყავს, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად. ცხადია, სახელმწიფო, ახმეტის რაიონის რესურცენტრი და განათლების სამინისტრო გვიდგანან მხარში, თორემ აქამდე სკოლა არც იარსებებდა.

დღეს საბავშვო ბაღიც აუცილებელია. საკითხი უკვე ასე დგას: თუ ბავშვმა ბაღში არ იარა, სკოლაში ვერ შევა.

სკოლისა და საბავშვო ბაღის არსებობა ადამიანებს მომავლის იმედს უჩენს. აქ რამდენიმე ახალგაზრდა ოჯახია, რომელთაც სხვაგან არსად აქვთ სახლი, არსად აქვთ წასასვლელი და არც უნდათ წასვლა. სკოლა რომ არ იყოს, ალბათ ისინიც, სხვების მსგავსად, აიყრებოდნენ....

გამოსავალი რა არის? მეტი ყურადღება, მეტი ყურადღება სოფელს.

როცა სკოლაზე ვსაუბრობ, განა იმას ვჩივი, რომ ჩემი შვილები მინდა აქ ვატარო, მე წასასვლელი მაქვს, ჩემი შვილები ახმეტაშიც ივლიან, მაგრამ ერთადერთი, რაც ამ ხეობას იმედს აძლევს, ეს სკოლაა. სკოლაა, რაც გვათქმევინებს, რომ ვართ ისევ ხალხი, ვარსებობთ ამ ქვეყანაზე, ვცოცხლობთ და ვიღაცასთან ხმა ამოგვეღება, თორემ დანარჩენი ატყობთ, რომ აქ სხვა სიკეთე აღარ არის“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში