საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვიწვევთ ახალგაზრდებს მთის სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად

13:07 - 01 ნოემბერი 2019 hits 5247

„მთის ამბები“ იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს რაჭიდან, ლეჩხუმიდან, ზემო და ქვემო სვანეთიდან, ჯავახეთიდან, თრიალეთიდან და მთიანი აჭარიდან სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად.

მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის პროექტს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

„მთის ამბების“ მხარდაჭერით უკვე დაფუძნდა სათემო ორგანიზაციები ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ხევში. პანკისის ხეობასა და თუშეთში კი ჩვენი პარტნიორები სათემო საბჭოები არიან.

გვსურს, მთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები დავაკავშიროთ ერთმანეთს, დავეხმაროთ მათ სათემო ორგანიზაციების დაფუძნებაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში, პრობლემების გადასაწყვეტად ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ინიციატივები უნდა უკავშირდებოდეს - თემის განვითარებას; გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებას; ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას; სოფლად სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და არაფორმალური ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას; მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების, მთაში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას; ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის ხელშეწყობას; კულტურული და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას და სხვა.

სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი და წევრი შეიძლება გახდეს დაინტერესებული ახალგაზრდა, რომელიც იზიარებს აღნიშნულ მიზნებს და მზად არის, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სათემო ორგანიზაციის საქმიანობაში, სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში