საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სასწავლო კურსი დასაქმებით - მთის ამბები / საქართველოს ამბები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:13 - 29 სექტემბერი 2024 hits 6217

მთის ამბები / საქართველოს ამბები პროექტის „სასწავლო კურსი დასაქმებით“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ვიდეოგრაფი/მემონტაჟის პოზიციაზე.

სასწავლო კურსის პროგრამა იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გაიმართება ოქტომბერში და მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ მეცადინეობებს ოფისსა და საველე პირობებში.

ამ პერიოდში მონაწილეები ჩართულნი იქნებიან თემების შერჩევის, რესპონდენტებთან მუშაობის, ვიდეოგადაღების, მონტაჟის, ტექნიკური აღჭურვილობის მართვისა და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის, მულტიმედია რეპორტაჟებისა და მოკლე დოკუმენტური ფილმების შექმნის პროცესებში.

სწავლების პირველ ეტაპზე (პირველი 2 კვირა) მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამგზავრო და კვების, მივლინებისთვის აუცილებელი ხარჯებით, სრულყოფილი მასალების შექმნის შემთხვევაში მიიღებენ ჰონორარს.

პროგრამის მეორე ნაწილის ფარგლებში (პირველი 2 კვირის შემდეგ) მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება და დაენიშნებათ ხელფასი, რომელიც განისაზღვრება თითოეული კანდიდატის უნარებისა და მოვალეობების შესაბამისად. პროექტში ჩართულობა გულისხმობს მთის ამბები / საქართველოს ამბების თბილისის ან კახეთის ოფისში სრული დატვირთვით მუშაობას, დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებას და 2000-დან 2500 ლარამდე ანაზღაურებას (გადასახადების ჩათვლით).

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც აინტერესებთ მედია, მულტიმედია რეპორტაჟების, დოკუმენტური ფილმების წარმოება და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.

უპირატესობა მიენიჭებათ თხრობის, ვიდეო და ფოტოგადაღების, ტექნიკასთან ურთიერთობის კარგი უნარების მქონე კანდიდატებს, ახალგაზრდებს მაღალმთიანი რეგიონებიდან. 

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა  https://mtisambebi.ge/about-main/join ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა. ეს ინფორმაცია პროექტის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გრაფაში - რაზე შემოგაქვთ განაცხადი, მიუთითეთ პროგრამისა და პოზიციის დასახელება, სასწავლო კურსი - ვიდეოგრაფი/მემონტაჟე.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული ანკეტა გამოგზავნეთ 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. „საქართველოს ამბებისთვის“ პრიორიტეტულია რეგიონების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. რაც შეეხება „მთის ამბებს“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით, ცვლილებები გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში