საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზის 13 კმ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:37 - 26 ივლისი 2022 hits 6372

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 28 მილიონი ლარია.

გზის ნაწილი, რომლის რეაბილიტაციასაც მთავრობა 2023 წელს გეგმავს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაახლოებით მე-7 კილომეტრიდან იწყება. 6 კმ დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარია, დანარჩენი მონაკვეთი კი გრუნტის გზაა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი რამდენიმე სერპანტინისგან და სამი ხიდისგან შედგება.

საპროექტო გზის სიგანე ცვალებადია 4,5 - 6 მეტრი. იქ, სადაც გზის სიგანე 4,5 მეტრია, გათვალისწინებულია გზის გაფართოება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის პირველ 10 კილომეტრზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა 6 მეტრიანი სიგანით, მოსახვევებში გაფართოებები, დანარჩენ სამ კილომეტრზე პროექტი ბეტონის გზის მოწყობას ითვალისწინებს.

სატენდერო წინადადებების მიღება 10 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 14 თვეა განსაზღვრული.

სამუშაოების შემსრულებელს ევალება დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში ხარვეზები საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,

თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.

კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით მხოლოდ გზის პირველ მონაკვეთზეა დაგეგმილი. დანარჩენი მონაკვეთების საფარი გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა ერთადერთი სამანქანო გზაა თუშეთამდე, რომელიც თელავის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით, ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაჭრილი. თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში