საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:32 - 26 ივნისი 2022 hits 3451

2022 წელს, კომპანია ორიფლეიმი Financial Times-ის და Statista- მიერ დასახელდა როგორც კლიმატის ლიდერი კომპანია პერსონალური და საყოფაცხოვრებო საქონლის სექტორში, იმ ევროპულ კომპანიებს შორის, რომელთაც მნიშვნელოვნად შეამცირეს სასათბურე გაზების ემისია 2015–2020 წლებში. გასულ წელთან შედარებით ორიფლეიმი რეტინგში დაწინაურდა და ამჟამად N 1 ადგილს იკავებს.

„ჩვენთვის, როგორც შვედური ბრენდისთვის, გარემოსდაცვითი თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია გავხდეთ კომპანია, რომელიც სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დავიცვათ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ყველა ფენის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, პროდუქციისა და შესაფუთი მასალების შექმნისას, ვცდილობთ გამოვიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს და არ აზიანებენ გარემოს. ეკო-მეგობრულია ყველა ჩვენი ბიზნეს ოპერაცია, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიოს მასშტაბით. ორიფლეიმმა დარგო 7 მილიონამდე ხე, 2019 წლის შემდეგ, ტყის აღდგენისა და დაცვის პროექტის ფარგლებში. გვაქვს მრავალი სხვა ინიციატივა, რომელზეც ყოველდღიურად ზრუნავს კომპანია“ - განაცხადა სოფიო ბურძგლამ, „ორიფლეიმ საქართველოს“ მარკეტინგისა და გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერმა.

პასუხისმგებლიანი მიდგომა გარემოს დაცვის მიმართ აისახება ჩვენს CSR პროექტებზეც. ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია, 2022 წელს, კომპანია „ორიფლეიმსა“ და პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტი საქართველოში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და უამრავ საინტერესო ინიციატივას მოიცავს. მათ შორის არის ეკო-სკოლების საერთაშორისო პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ჯერ კიდევ შარშან გამოცხადდა საინტერესო კონკურსი „გაამწვანე შენი სკოლის ეზო“. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს საკუთარი სკოლების ეზო დაესუფთავებინათ და გაემწვანებინათ. პროცესში კი, მცენარეების დარგვისა და მოვლის ეტაპებს დაკვირვებოდნენ, გაცნობოდნენ, მათზე ზრუნვა ყოველდღიურ ჩვევად ექციათ და ხელი შეეწყოთ გლობალური პრობლემის, კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის.

„ორიფლეიმ საქართველო“ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციაა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სკოლების ნამუშევრების შეფასებაში, გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები სპეციალური პრიზებით წავახალისეთ.

22 მაისს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეს გამოვლინდა 6 გამარჯვებული სკოლა. 9 ივნისიდან 16 ივნისამდე, ამ სკოლებში ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონიალი, გადაეცათ საჩუქრები და მოეწყო შემეცნებითი კუთხეები.

ნომინაციაში გაამწვანე სკოლის ეზო გაიმარჯვეს:

  • სოფელ გურნის საჯარო სკოლამ
  • ახმეტის N2 საჯარო სკოლამ
  • სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ

ნომინაციაში დასუფთავებული სკოლის ტერიტორია  გაიმარჯვეს:

  • სოფელ გუბის საჯარო სკოლამ
  • თბილისის N149 საჯარო სკოლამ
  • ამბროლაურის N1 საჯარო სკოლამ

გამარჯვებულ სკოლებს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ სახელით სპეციალური სიგელები და ეკო-საჩუქრები გადაეცათ, კომპანია „ორიფლეიმმა“ კი მათ შემეცნებითი კუთხე მოუწყო და საჩუქრად შესაბამისი ლიტერატურაც გადასცა. 

[R] კომპანია „ორიფლეიმის“ სარეკლამო ინფორმაცია

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში