საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთის ამბები / საქართველოს ამბები აცხადებს ვაკანსიებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:39 - 01 აპრილი 2024 hits 33177

საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • პროექტის კოორდინატორი - 2500 ლარი;
  • სოციალური მედიის რედაქტორი - 2500 ლარი;
  • ვიდეოოპერატორი - ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • მემონტაჟე-გრაფიკოსი - 3000 ლარი;
  • რეპორტიორიხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • სტაჟიორი - 1500-დან 2000 ლარამდე; 

ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არცერთ პოზიციაზე არ განიხილება.

პროექტის კოორდინატორი [ადვოკატირების მიმართულება]

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული ან/და ახალი აქტივობების დაგეგმვა და შესრულება; მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში ჩართულობა.

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის კარგი უნარები; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

 

სოციალური მედიის რედაქტორი

ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა; ქსელის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუკის, ინსტაგრამისა და ტიკ-ტოკის გვერდებისთვის კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.

ვიდეოოპერატორი

ძირითადი მოვალეობები: მთის ამბები / საქართველოს ამბებისთვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების გადაღების დაგეგმვა, გადაღება. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების (უმცროსი ან/და სტაჟიორი ოპერატორების) ინსტრუქტაჟი.

მოთხოვნები: ოპერატორად მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; დრონის მართვის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

მემონტაჟე-გრაფიკოსი

ძირითადი მოვალეობები: მთის ამბები / საქართველოს ამბებისთვის სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების მონტაჟი; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების ინსტრუქტაჟი.

მოთხოვნები: მემონტაჟედ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

 

რეპორტიორი

მოთხოვნები: რეპორტიორად ეთიკურ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები: საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების შექმნის პროცესში მონაწილეობა; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

სტაჟიორი

ანაზღაურებადი სტაჟირება ცხადდება ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტიორის, ვიდეოოპერატორის, ადვოკატირების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციებზე. მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც აინტერესებთ მედია და ადვოკატირება, მაღალმთიანი რეგიონები, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სოციალურ, გარემოსდაცვით, განათლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა. უპირატესობა მიენიჭებათ თხრობისა და წერის, ვიდეო და ფოტოგადაღების, ტექნიკასთან ურთიერთობის კარგი უნარების მქონე კანდიდატებს. სტაჟირება მოითხოვს სრულ სამუშაო დატვირთვას.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 აპრილი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს ამბები“ (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. „საქართველოს ამბებისთვის“ პრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. რაც შეეხება „მთის ამბებს“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით, ცვლილებები გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში