საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთის ამბები / საქართველოს ამბები აცხადებს ვაკანსიებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:39 - 01 ივნისი 2024 hits 51225

საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • ვიდეოგრაფი - ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით; 
  • სოციალური მედიის მენეჯერი - 2500 ლარი [საწყისი ხელფასი];
  • მძღოლი/ასისტენტი - 2000 ლარი;
  • გამომძიებელი ჟურნალისტიხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით; 

ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით. დისტანციურად ან შეთავსებით მუშაობა, ასევე, მომსახურების გაწევა არცერთ პოზიციაზე არ განიხილება.

ვიდეოგრაფი

ძირითადი მოვალეობები: მთის ამბები / საქართველოს ამბებისთვის აქტუალურ საკითხებზე თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ვიდეოსიუჟეტების, რეპორტაჟების მომზადება; საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების შექმნაში აქტიური მონაწილეობა.

მოთხოვნები: ოპერატორად მედიაში მუშაობის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; დრონის მართვის კარგი ცოდნა (სასურველია); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ამ პოზიციაზე დაინტერესებულმა პირებმა CV-თან ერთად უნდა გამოგზავნოთ, თქვენს მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში გადაღებული 2 რეპორტაჟის/ვიდეომასალის ბმული.

სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები: სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა, ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა; სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.

მძღოლი/ასისტენტი

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება; საქართველოს ამბები/მთის ამბების გადამღები ჯგუფის და პროექტის კოორდინატორის დახმარება საველე და საოფისე სამუშაოებში.

მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი (აუცილებელია); სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ტექნიკასთან მუშაობის (ვიდეოკამერა, დრონი, ვიდეო სამონტაჟო პროგრამები) სწრაფად ათვისების უნარები;

გამომძიებელი ჟურნალისტი

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და დამუშავება; კონტაქტების განვითარება; აქტუალური თემების მოძიება, პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა; მიმდინარე მოვლენების დაკვირვება; წინასწარი დაგეგმვა: სარეზერვო თემების მონიშვნა და განახლება; საგამოძიებო ვიდეოფილმების შექმნა/მონაწილეობა; უკვე მომზადებული მასალების მუდმივი მონიტორინგი მათი განახლების მიზნით (რეაქცია, ქმედება, რომელიც ამ ამბავს მოჰყვება ან თუკი ამბავი არის განვითარებადი).

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; ფაქტების გადამოწმების მეთოდებისა და ტექნიკების ცოდნა; საჯარო რეესტრის, შესყიდვების სააგენტოს ბაზებთან, სხვა ონლაინ რესურსებთან მუშაობის ცოდნა; რთული თემების დამუშავება და გასაგებად თხრობა/წერა; საგამოძიებო ფილმების მომზადება ან/და შექმნის პროცესში აქტიურად მონაწილეობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივლისი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს ამბები“ (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. „საქართველოს ამბებისთვის“ პრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. რაც შეეხება „მთის ამბებს“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით, ცვლილებები გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში