საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდაურის გადასახედის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:07 - 24 იანვარი 2017 hits 21437

ყაზბეგის გამგეობამ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული „გადასახედის“ ნაგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარებაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 2017 წლის 20 იანვარს ტენდერი გამოაცხადა.

შესასრულებელი საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2017 წლის 24-დან 26 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საპროექტო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

ტენდერის პირობების თანახმად, სარეკრეაციო ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას კომპლექსური ტურისტული გასაჩერებელი ადგილი, სადაც ვიზიტორებსა და მგზავრებს სხვადასხვა სახის მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ტურისტული გასაჩერებელი ადგილი უნდა მოიცავდეს: გადასახედ ნაგებობას, საპირფარეშოს (2-2 კაბინა მამაკაცებისა და ქალებისათვის, ასევე 1 კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის), სუვენირების მაღაზიას, კაფე-სასაუზმეს, ღამის განათების მოწყობას და პარკირების ადგილს (ავტობუსების, მსუბუქი ავტომობილებისა და ველოსიპედების სადგომით).

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს გადასახედის ნაგებობის გამაგრება და რეაბილიტაცია. ქვედა ტერიტორიიდან, სადაც განთავსებული იქნება დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურა, გადასახედ ნაგებობამდე სამანქანე ასასვლელი გზა ჩაიკეტება და გახდება საფეხმავლო. გადასახედთან და მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მოსასვენებელი სკამები. გადასახედის ნაგებობის მიმდებარედ არსებულ ბორცვებზე მისასვლელად უნდა მოეწყოს მცირე ბილიკები, რათა ტურისტებმა შეძლონ ფოტოების გადაღება. ასევე მოხდება კომუნიკაციების გაყვანა (წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია, გამწმენდი ნაგებობა). ამასთან, ტერიტორიაზე განთავსდება მცირე და დიდი ზომის სანაგვე ურნები.

როგორც „მთის ამბებს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ჯემალ სუჯაშვილმა განუცხადა, რეაბილიტაციის ფარგლებში, დიდი ალბათობით, ე.წ. „ხალხთა მეგობრობის თაღიდან“ მოზაიკის ფერადი ორნამენტები მოიხსნება, რომლითაც საქართველოს სხვადასხვა პერიოდის ისტორიული მოვლენებია გამოსახული.

ხალხთა მეგობრობის თაღი ჯვრის უღელტეხილის ცოტა ქვემოთ კურორტ გუდაურთან მდებარეობს. არქიტექტურული ნაგებობა 1982 წელს აშენდა, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად.

ამ თემაზე:

გუდაურის „გადასახედიდან“ მოზაიკა არ მოიხსნება

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში