საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

13:57 - 09 აგვისტო 2017 hits 3029

www.Mtisambebi.ge - ზაფხულში ცხენით ან ფეხით დადის, გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე, ორმეტრიან თოვლში კი - ხელნაკეთი თხილამურებით. ამბულატორიაში დენი არ აქვს, ღამით სანთლის შუქზე ადებს თაბაშირს და კერავს ჭრილობებს. იმ სოფლებამდე, სადაც ერთი ან ორი ადამიანიღა ცხოვრობს, მისი სახლიდან 25 კილომეტრია, თუმცა მანძილი არ აფრთხობს, ჩემი თავი მარტოდ დარჩენილებს კიდევ უფრო ხშირად სჭირდებათო, ამბობს. „ეს ცხენი მაჩუქა გაფრინდაულმა ფიდომ და ასე მითხრა, ერთ კაცსაც რომ სიცოცხლე აჩუქო, ის რად არ ღირსო ...“ 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ სიცოცხლე უკვე 24 ადამიანს აჩუქა. ის თუშეთის 52 სოფლის ერთადერთი ექიმია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში