საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საახალწლო ფილმების ათეული

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:10 - 30 დეკემბერი 2016 hits 6941

საახალწლო დღეებში სადღესასწაულო განწყობას იმ ცნობილი კინოფილმების ნახვაც ქმნის, რომლებიც კინომოყვარულებსა თუ უბრალო მაყურებელს მრავალჯერ აქვთ ნანახი.

მრავალ საშობაო-საახალწლო ფილმს შორის, როგორც წესი, დიდი პოპულარულობით ამ ჟანრის ყველაზე ნაცნობი ჰოლივუდური ფილმები - Home Alone, Jingle All the Way (რომელსაც ქართველები ტურბო-მენსაც ეძახიან), Bad Santa, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, ასევე რუსული კინოკლასიკები - Ирония судьбы, Карнавальная ночь და ქართული მოკლემეტრაჟიანი სურათი „კუჩხი ბედინერი“ ანდა თოჯინური შედევრი-ანიმაცია „კოჯრის ტყის სიზმრები“ სარგებლობს, თუმცა მრავალგზის „გადაღეჭილი“ საყვარელი ფილმების გარდა მრავლადაა ნაკლებად ცნობილი, ანდა მივიწყებული საახალწლო ფილმები, რომელთა შესახებ ხშირად ყურადღება ნაკლებია, ხან ტელეარხები არ წყალობენ, ანდა ყველას კვლავაც კარგად ნაცნობი ფილმების ნახვა ურჩევნია განწყობის შესაქმნელად.

გთავაზობთ საშობაო-საახალწლო ფილმების ათეულს, რომელშიც თავმოყრილია სხვებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი, არაპოპულარული, ანდა უბრალოდ კარგად დავიწყებული კინოშედევრები.

Holiday Inn - ჩვენი ათეულის ყველაზე ძველი ფილმი ჰოლივუდის კლასიკად აღიარებული მიუზიკლია, რომელშიც მთავარ როლებს ლეგენდარული ბინგ კროსბი და ფრედ ასტერი ასრულებენ.

It’s a Wonderful Life - ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ (თუ საუკეთესოდ არა) მიჩნეული საშობაო კინოშედევრი პოპულარული შესაძლოა მხოლოდ კინომანებშია. რეჟისორ ფრენკ კაპრას ფანტასტიკური ელემენტებით, დრამითა და საოცარი სიყვარულით გაჯერებული შავ-თეთრი სურათი საუკეთესო საოჯახო ფილმიცაა.

Miracle on 34th Street - 1947 წელს გამოსული სამი ოსკარის მფლობელი კიდევ ერთი კლასიკური კინოსურათი ორიგინალური, სახალისო და საინტერესო საშობაო ფილმია. 1994 წელს მისი რიმეიქიც გამოვიდა, თუმცა ორიგინალ ფილმს სულ სხვა ხიბლი აქვს.

The Nightmare Before Christmas - ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ტიმ ბარტონის ღრმა ფანტაზიით შექმნილი თოჯინური ანიმაცია ხშირად ჰელოუინის დღესასწაულთან უფრო ასოცირდება, თუმცა მაინც ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ საშობაო სურათადაა მიჩნეული.

Noel - მორიგი ფილმი რომანტიკული მელოდრამის მოყვარულთათვისაა. აქ მაყურებელი კარგად ნაცნობ ჰოლივუდელ მსახიობებს იხილავს, რომელთა გმირებსაც ნიუ იორკში საშობაოდ განსხვავებული მოლოდინები აქვთ.

Joyeux Noël - ფრანგული ფილმი, რომელიც ოსკარზეც იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, საომარი დრამის, მიუზიკლისა და საშობაო ჟანრის ერთგვარი ნაზავია. დაუვიწყარი მუსიკა და ამავდროულად სევდისმომგვრელი ისტორია პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.

Un conte de Noël - კიდევ ერთ ფრანგულ ფილმში მთავარ როლს კინოლეგენდა კატრინ დენევი ასრულებს. 2008 წლის კომედიურ დრამაში ერთი ოჯახის ყველა თაობის წარმომადგენლის საშობაო განწყობაა ნაჩვენები.

The Polar Express - ოსკაროსანი რეჟისორის, რობერტ ზემეკისის პირველი ანიმაციური ფილმი არა მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

A Christmas Carol - ათეულში ზემეკისის კიდევ ერთი ლამაზი ანიმაციაა, რომელიც ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. კომიკოს ჯიმ კერის მიერ შექმნილი პერსონაჟი სკრუჯი მაყურებელთან ერთად გაივლის ფანტასტიკურ საშობაო გამოცდას.

Rare Exports - ათეულის ბოლოს კი უცნობი და საკმაოდ განსხვავებული ფინური ფილმია, სპეციალურად მათთვის, ვისაც სანტა კლაუსის არსებობის არ სჯერა!

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს სპორტის, კულტურისა და შემეცნებით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში