საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პრემიერ-მინისტრი ყაზბეგში „დარიალი ჰესს“ გახსნის

20:25 - 07 აპრილი 2017 hits 7163

8 აპრილს, 12:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზბეგში, 108 მგვტ სიმძლავრის „დარიალი ჰესს“ გახსნის.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, პროექტის თანაინვესტორი კომპანიის Robbins Company პრეზიდენტი ლოკ ჰოუმი; კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი ბრუნო ბალვანერა; კომპანია „ფერის“ დამფუძნებელი ლაშა იორდანიშვილი და პარტნიორები.

დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში შესაბამისი ნებართვების გარეშე დაიწყო. მშენებლობის შედეგად 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის დაახლოებით 90% სადერივაციო მილსადენსა და გვირაბში მოექცა. პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზეზით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს დაცული ტერიტორიის სტატუსიც მოუხსნეს.

გარემოსდამცველების შეფასებით, „დარიალი ჰესის“ მშენებლობის შედეგად, სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმიან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. ამასთან, გაიზრდება ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხე. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში