საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მატყლის გადამამუშავებელი საწარმო „თუშეთი“ გაჩერებულია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:50 - 26 იანვარი 2017 hits 15625

მატყლის გადამამუშავებელი საწარმო „თუშეთი“, რომელიც მატყლისგან შალის ძაფს აწარმოებს, ნედლეულის უქონლობის გამო ამჟამად გაჩერებულია.

„თუ წინა წლებში მატყლისგან დართული შალის ძაფის რეალიზაცია გვიჭირდა, ახლა საპირისპირო პრობლემა გვაქვს: ძაფის შეძენის მსურველი ბევრია, მაგრამ ძაფი აღარ გვაქვს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მატყლის თანამედროვე სამრეცხაო არ გვაქვს. საწარმოში გვაქვს სამრეცხაო, მაგრამ პატარა და კუსტარული, სადაც დიდი რაოდენობით მატყლის გარეცხვას და გაშრობას ვერ ვახერხებთ. მეცხვარეები ცხვრის გაპარსვას აგვისტოში იწყებენ და სექტემბრის ბოლოს ამთავრებენ.

ჩვენ მატყლის შეძენის, გარეცხვისა და გაშრობისთვის სულ 2 თვე გვაქვს. ამ ხნის განმავლობაში დიდი რაოდენობით მატყლის გარეცხვა-გაშრობას და მარაგის შექმნას ვერ ვასწრებთ.

მატყლს ტენი რომ შეჰყვეს, შემდეგ ის დაზგას გააფუჭებს. მატყლის თანამედროვე სამრეცხაო თუშეთში კი არა, საქართველოში არ არის. თანამედროვე სამრეცხაოს მოწყობას 190 000 ევრო სჭირდება. მატყლი რომ გვქონდეს, ძაფის რეალიზაცია არ გაგვიჭირდებოდა. ბევრი მომხმარებელი გვაყავს მაღაზიების, სახელოვნებო სკოლების, კოლეჯებისა და კერძო მქსოველების სახით. ჩვენი ძაფისგან თექის სხვადასხვა ნაწარმს და წინდებს ქსოვენ,“ - ამბობს შპს „თუშეთის“ ხელმძღვანელი დიმიტრი არინდაული.

შპს „თუშეთი“ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში 2006 წელს დაარსდა. საწარმოს დღეში 200 კგ შალის ძაფის წარმოება შეუძლია. „თუშეთი“ 1 კგ ცხვრის მატყლს მეცხვარეებისგან 1 ლარად ყიდულობს. საწარმოს მიერ წარმოებული 1 კგ შალის ძაფი 15 ლარად იყიდება.

„თუშეთი“ შალის ძაფის გარდა თექის მატყლს, ფერად მატყლს, ფარდაგებს, ნაბდებს, საბნებს და ლეიბებსაც აწარმოებს. საწარმოში ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული.

ქართული ცხვრის მატყლი უხეშია. ის კარგი მასალაა ფარდაგების დასამზადებლად. გარდა ამისა, კარგადაც იღებება. თუშური მატყლისგან დამზადებული სამოსი გამოიყენება რევმატიზმის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა წინააღდეგ. მატყლის ბოჭკოს ღრუღეროვნების წყალობით ქსოვილი იდეალურად არეგულირებს ტემპერატურას და იცავს სხეულს ოფლისგან.

ამ თემაზე:

რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები

ბექა გონაშვილი მეცხვარეების პრობლემებზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში