საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის სოფელ ყანობში საბავშვო ბაღი პირველად გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:27 - 16 თებერვალი 2019 hits 22120

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღს 13 აღსაზრდელი ჰყავს, დასაქმდა 9 ადამიანი. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 195 ათასი ლარი დაიხარჯა.

ყანობში 25 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა. სოფელში დაწყებითი სკოლაც ფუნქციონირებს. ყანობის მცხოვრებლების თქმით, „ახალგაზრდა ოჯახები სოფელს რომ არ ტოვებენ, სოფლის მოძღვრის დამსახურებაცაა“.

დაბა სტეფანწმინდის ჩათვლით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია. აქედან თრუსოს ხეობის 10-ზე მეტი სოფელი მოსახლეობისგან დაცლილია. მთელ რაიონში სულ 8 საბავშვო ბაღი მუშაობს - ერთი სტეფანწმინდაში 65 ბავშვით; სოფელ არშაში 45 ბავშვით; სიონში 27 ბავშვით; გორისციხეში 17 ბავშვით; სნოში 14 ბავშვით; აჩხოტში 11 ბავშვით; გერგეტში 18 და ყანობში 13 აღსაზრდელით.

ყაზბეგის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ქეთინო გელაშვილის ინფორმაციით, აღმზრდელ-პედაგოგის საშუალო ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 600 ლარია. საბავშვო ბაღების გაერთიანებას სულ 110 თანამშრომელი ჰყავს. ისინი მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ და ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით 20 % ჩვეულებრივ აკლდებათ.

მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა „მთის ამბებს“ უთხრა, რომ მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები გუდაურში საბავშვო ბაღის ასაშენებლად. „დაახლოებით 400 ათასი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღის აშენებას ვაპირებთ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და გადმოცემის პროცესში ვართ“.

გუდაურში 2-დან 6 წლამდე ასაკის 12 ბავშვია, რომლებსაც სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ახალგაზრდები დასაქმების და განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე დასახლებებში დაახლოებით 331.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია.

ბოლო აღწერებს შორის პერიოდში, მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მასშტაბური შემცირება, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე ფშავ-ხევსურეთში (37 პროცენტი).

მაღალმთიან დასახლებათა უმეტესობაში შესამჩნევია მოსახლეობის დაბერება: დაახლოებით 53% გადაცილებულია 50 წლის ასაკს; ზოგიერთ რეგიონში ძირითადი რეპროდუქციული ასაკის (25-44 წლამდე ასაკის) მოსახლეობის წილი 20%-ზე ნაკლებია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში