საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დუხობორები – რეპორტაჟი გორელოვკადან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:11 - 05 ნოემბერი 2016 hits 23276

სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გორელოვკა, დღეისათვის ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც 130-მდე დუხობორი ცხოვრობს. 90–იან წლებამდე, საქართველოში დუხაბორების რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა. მიგრაციის მიზეზი მკაცრი კლიმატური და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია.

მათი ყოველდღიური ყოფა უმძიმესი შრომაა. დუხობორები მესაქონლეობითა და მიწის დამუშავებით ირჩენენ თავს.

თავს არცერთი რელიგიის მიმდევრად არ მიიჩნევენ, თუმცა ღმერთს ადიდებენ. განსხვავებული რელიგიური რიტუალი იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები, ყოველ კვირა დღეს სალოცავისთვის განკუთვნილ სახლში იკრიბებიან და ლოცულობენ.

„დუხობორებისთვის უბრალოდ არსებობს ღმერთი და ღმერთის შვილი, რომელიც ადამიანია. ღმერთის რაღაც ნაწილი თითოეულ ადამიანში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, გჯერა თუ არა ამის. ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში გრნობდნენ ღმერთს ადრე ეძახდნენ „боже люди“. დაახლოებით 18-ე საუკუნის მიწურულს ეს სახელწოდება შეიცვალა, რადგან ისინი სულს, სულის კარნახს მისდევდნენ, „духаборсы“ უწოდეს“ - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუხობორმა ნიკალაი სუხაროვკოვმა.

გორელოვკა ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2065 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც სოფელში ხეები არ იზრდება. ადგილობრივები ზამთარში სათბობად ძროხის ნაკელს იყენებენ.

დუხობორები დღემდე ინარჩუნებენ საკუთარ კულტურასა და რელიგიას, რომელიც მოსახლეობის შემცირების შესაბამისად, გაქრობის საშიშროების წინაშე დგას.

ისტორიული ცნობებით, 1895 წელს, რუსეთში, 2000-მდე „დუხობორმა“ ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა „დუხობორები“ ამ ფაქტის გამო დასაჯა, სოფელში კაზაკთა დაჯგუფება მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო 1804 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დუხაბორებს მელიტოპოლის (ქალაქი უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში) მაზრაში დასახლების უფლება მისცა. მოგვიანებით კი ისინი საქართველოსა და კანადაში გადაასახლა. „დუხაბორები“ საქართველოში 1841 წლიდან ცხოვრობენ.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში