საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭაში უბედური შემთხვევის შედეგად „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე დაიღუპა

16:00 - 23 ივნისი 2021 hits 8307

რაჭაში, სოფელ შქმერში, სავარაუდოდ უბედური შემთხვევის შედეგად, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა. როგორც „მთის ამბებს“ შქმერის მცხოვრებლებმა უთხრეს, ე.წ. ქვაგახეთქილას მიმდებარე ტერიტორიაზე, ზურაბ ბაკურაძე კლდის პირას იმყოფებოდა, რა დროსაც მიწა მოწყდა და ბაკურაძე ხევში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფს მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით დახვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შქმერში ონის მერის წარმომადგენლის ანზორ გაგნიძის ინფორმაციით, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად სამი ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურს მათ შეატყობინეს. 

გამოძიება ონის პოლიციის სამმართველომ დაიწყო.

ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომღერალი დედის დაკრძალვაზე დაიღუპა. ზურაბ ბაკურაძის დედა ონის რაიონში 7 ივნისს დაკრძალეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში