საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

2017 წლიდან თუშეთსა და ხევსურეთში ნარჩენების მართვის სერვისი ამუშავდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:25 - 17 დეკემბერი 2016 hits 6198

2017 წლის ზაფხულიდან თუშეთსა და ხევსურეთში ნარჩენების შემგროვებელი ურნები განთავსდება, მოეწყობა დროებითი ნაგავსაყრელები, რის შემდეგაც ნარჩენები ბარში, რეგიონულ ნაგავსაყრელზე გადმოიტვირთება, – ამის შესახებ „მთის ამბებს“ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა განუცხადა.

„თუშეთისთვის და ხევსურეთისთვის დაგეგმილი გვაქვს ორი, მაღალი გამავლობის სპეცავტომობილის შეძენა. მანამდე, განთავსდება ურნები და შესაძლებელი გახდება ნარჩენების დახარისხება. ერთი იქნება პლასტმასის, ალუმინის და ამგვარი ქილების შესაგროვებლად, მეორე სხვა ტიპის ნარჩენებისთვის. ნარჩენების მართვა მოიცავს მთელ თუშეთსა და ხევსურეთს. მოეწყობა დროებითი ნაგავსაყრელები, საიდანაც ნარჩენები შემდეგ ბარში, რეგიონულ ნაგავსაყრელზე გადმოტვირთება. მთაში არსებული უკანონო ნაგავსაყრელები კი საერთოდ დაიხურება“, – აღნიშნა გიორგი შუხოშვილმა.

ხევსურეთსა და თუშეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის დანერგვის მოთხოვნით, ახალგაზრდებმა დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, პეტიციებით, 2016 წლის ივლისში მიმართეს. ხევსურეთის პეტიცია ხელმოწერილი იყო 319, თუშეთის კი 314 მოქალაქის მიერ. პეტიციები არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით მომზადდა. მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება კი „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლებისა და შერჩეული მოხალისეების ანნა ჭინჭარაულისა და შალვა მოურავიძის უშუალო აქტივობით განხორციელდა.

თუშეთის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მოწესრიგების გარდა, თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის პირას, 4 სხვადასხვა ადგილზე საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოების მოწყობასაც ითხოვდა. ახმეტის გამგეობას და საკრებულოს ამ საკითხზე საერთოდ არ უმსჯელია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, პეტიცია არის მოსახლეობის კოლექტიური თხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ მოაგვაროს ამა თუ იმ დასახლებაში არსებული საერთო მნიშვნელობის პრობლემები. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ დასახლების საერთო კრებას და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ს. შესაბამის საკრებულოს შეუძლია განსაზღვროს პეტიციაზე ხელმომწერთა უფრო ნაკლები ოდენობაც.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში