საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საქართველოს ამბები/მთის ამბები აცხადებს ვაკანსიებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:33 - 04 სექტემბერი 2024 hits 15989

საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიებს:

  • ვიდეოოპერატორი - ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. გამონაკლის შემთხვევაში განიხილება შეთავსებით მუშაობის შესაძლებლობაც;
  • მულტიმედია რეპორტიორი - საწყისი ხელფასი 2500 ლარი;
  • მემონტაჟე/გრაფიკოსი - ანაზღაურება 3000 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით). ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება;
  • აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი - ხელფასი 2000 ლარი.

ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით.

 

ვიდეოოპერატორი

ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბები / მთის ამბებისთვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების (უმცროსი ან/და სტაჟიორი ოპერატორების) ინსტრუქტაჟი.

მოთხოვნები: ოპერატორად მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; დრონის მართვის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

მულტიმედია რეპორტიორი

ძირითადი მოვალეობები: საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების შექმნის პროცესში მონაწილეობა; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

მოთხოვნები: რეპორტიორად ეთიკურ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

 

მემონტაჟე - გრაფიკოსი

ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბები / მთის ამბებისთვის სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების მონტაჟი; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების ინსტრუქტაჟი.

მოთხოვნები: მემონტაჟედ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი

ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბების აზერბაიჯანულენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება აზერბაიჯანულ ენაზე.

მოთხოვნები: ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი). უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების შეძენა-განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.

***

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ ბოლო ერთ წელში გადაღებული, დამონტაჟებული, შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

 „საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში