საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ბალდის კანიონის დამცველების ბრძოლას გაეროს სპეციალური მომხსენებელი ეხმიანება ახალი ამბები

ბალდის კანიონის დამცველების ბრძოლას გაეროს სპეციალური მომხსენებელი ეხმიანება

უფლებადამცველთა საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი თავის ანგარიშში ცალკე თავს უთმობს საქართველოში გარემოსდამცველი ინდივიდებისა და ჯგუფების მდგომარეობას.

„მთის ამბებმა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს სააგენტოს სასამართლოში უჩივლა ახალი ამბები

„მთის ამბებმა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

„მთის ამბებმა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძლება გადაიხედოს - სამინისტრო ახალი ამბები

რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძლება გადაიხედოს - სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია, რომლის ფარგლებშიც რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადაეცა, დარღვევების გამო შეიძლება გადაიხედოს.

მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ აქტივისტები ახალი ამბები

მთავრობამ ბალდის უნიკალური კანიონიც 40 წლით რუსეთთან დაკავშირებულ პირებს გადასცა

„იდი, ნახუი“, - რუსული გინებით გააძევეს სახელმწიფო ორგანოს - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისიდან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ბალდის უნიკალური კანიონის გადასარჩენად იბრძვიან. მთავრობამ, ისე, რომ კანიონის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობასაც კი არაფერი ჰკითხა, ბუნების ძეგლი, 40 წლით, რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს…

„მთის ამბების“ რედაქტორმა შს სამინისტროს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა ახალი ამბები

„მთის ამბების“ რედაქტორმა შს სამინისტროს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დუშეთის პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსის ტარიელ ჩიხაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გელა მთივლიშვილი ცილისწამების ფაქტის დადგენას და პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვს.

მოხევეების პროტესტის გამო ყაზბეგში „კამარა ჰესის“ მშენებლობის პროექტის განხილვა შეწყდა ახალი ამბები

მოხევეების პროტესტის გამო ყაზბეგში „კამარა ჰესის“ მშენებლობის პროექტის განხილვა შეწყდა

ყაზბეგის მცხოვრებლების მიერ საჯარო განხილვების სხდომების ჩაშლის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე თერგზე ახალი, „კამარა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

ხადის ხეობაში ქოროღოს ეკლესიის მე-10 საუკუნის კოშკი დანგრეულია ახალი ამბები

ხადის ხეობაში ქოროღოს ეკლესიის მე-10 საუკუნის კოშკი დანგრეულია

ხადის ხეობაში, სადაც რუსეთთან დამაკავშირებელი გზა და გვირაბი ბურღვა-აფეთქების მეთოდით გაჰყავთ, ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის მე-10 საუკუნის ზურგიანი კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია. კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.

„ნამახვანის“ დამღა ახალი ამბები

„ნამახვანის“ დამღა

რიონის ხეობა იცლება და ვინც ამ დრომდე იქ რჩება, მუდმივი შფოთვით ცხოვრობს. ბრძოლა „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ დაუსრულებული გამოდგა. მთავრობა ჰესების კასკადის მშენებლობას ისევ აანონსებს.

საპროტესტო მოძრაობა რაჭაში რუსი ოლიგარქის პარტნიორისგან ტყეების დასაბრუნებლად ახალი ამბები

საპროტესტო მოძრაობა რაჭაში რუსი ოლიგარქის პარტნიორისგან ტყეების დასაბრუნებლად

„გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები, 104 712 ჰექტარი, მათ შორის, სასაზღვრო ზოლთან და საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტყის მასივები 49 წლით გადაეცა; ახალშექმნილი რაჭის ეროვნული პარკის დაგეგმვა მოხდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაუქმების…

საზღვრისპირა ხევსურეთში უსაფრთხო გზის მოსაწყობად სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო ახალი ამბები

საზღვრისპირა ხევსურეთში უსაფრთხო გზის მოსაწყობად სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ სარჩელი საზღვრისპირა ხევსურეთის სოფელ ანდაქამდე უსაფრთხო გზის მოწყობის მოთხოვნით.

გვერდი 5 სულ 117
თავში