საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ხიდი მდინარეზე კი არა, მდინარეში - 600 ათასი ლარი საფეხმავლო ხიდისთვის ახალი ამბები

ხიდი მდინარეზე კი არა, მდინარეში - 600 ათასი ლარი საფეხმავლო ხიდისთვის

მთიულეთში, ნაღვარევის მოპირდაპირე მხარეს, გვიდაქეს ხევში ახალაშენებული ხიდი დგას, ოღონდ ხიდი მდინარეზე კი არ არის გადებული, მდინარეში იწყება და მდინარეშივე მთავრდება. საფეხმავლო ხიდის მშენებლობა 2 წელია რაც დასრულდა.

მანიფესტი - რაჭის მდგრადი განვითარებისთვის ახალი ამბები

მანიფესტი - რაჭის მდგრადი განვითარებისთვის

დედამიწის ზომიერი სარტყელის ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები რაჭაშია, რის გამოც ამ მხარეს ბიომრავალფეროვნების კუთხით გლობალური მნიშვნელობა აქვს. რაჭაში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობები ემუქრება რაჭის ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტს. ახალდაარსებული რაჭის ეროვნული პარკის ფარგლებიდან ჰესების მშენებლობისა და წიაღის მოპოვების მიზნით ამოჭრილია…

ლენტეხის მერი პირობას დებს, რომ ბავარის გზა დღის ბოლომდე გაიხსნება ახალი ამბები

ლენტეხის მერი პირობას დებს, რომ ბავარის გზა დღის ბოლომდე გაიხსნება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი გვიან ღამით (01 საათზე) წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვემო სვანეთში, სოფელ ბავარში მცხოვრები ერთადერთი ადამიანი, 82 წლის კორნელი გაზდელიანი თითქმის ერთი თვეა უგზოდ და უშუქოდ არის დარჩენილი.

„მთის ამბებმა“ მინერალური რესურსების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა ახალი ამბები

„მთის ამბებმა“ მინერალური რესურსების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ საქართველოში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიების გაცემასთან და ლიცენზიის მფლობელების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროექტების დირექტორის ვაკანსია - მთის ამბები / საქართველოს ამბები ახალი ამბები

პროექტების დირექტორის ვაკანსია - მთის ამბები / საქართველოს ამბები

საინფორმაციო რესურსების ქსელი (მთის ამბები / საქართველოს ამბები) თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას პროექტების დირექტორის პოზიციაზე. ანაზღაურება 5000 ლარი (გადასახადების ჩათვლით). არ განიხილება დისტანციურად ან/და შეთავსებით მუშაობა, მომსახურების გაწევა.

გზების ჩამონათვალი, სადაც 1-ელი იანვრიდან ზამთრის საბურავები სავალდებულოა ახალი ამბები

გზების ჩამონათვალი, სადაც 1-ელი იანვრიდან ზამთრის საბურავები სავალდებულოა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა იმ გზების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე მოძრაობისას, სატრანსპორტო საშუალება (ყველა თვალი) ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. დადგენილება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

რადიო „თავისუფლების“ ფოტო ახალი ამბები

მარიტა გუტაშვილი მერიის შენობის დარბევაზე და ონში საახალწლო კონცერტის ჩაშლაზე

მარიტა გუტაშვილი, რომლის და-ძმაც და ოჯახის კიდევ 7 წევრი შოვში სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, განმარტებას აკეთებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 7 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მარიტა ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, 27 დეკემბერს, ონში საახალწლო კონცერტი მისი ოჯახის…

ევროპის ფონდის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის „მთის ამბების“ ფილმმა მიიღო ახალი ამბები

ევროპის ფონდის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის „მთის ამბების“ ფილმმა მიიღო

ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის ევროპის ფონდის მიერ დაწესებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის მიიღო გელა მთივლიშვილმა ფილმისთვის „რაჭის ტყეების ოკუპაცია“.

მარიტა გუტაშვილი, შოვის ტრაგედიით დაზარალებული ახალი ამბები

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ონის მერია დაარბია

„მთის ამბებისთვის“ ცნობილი გახდა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ - მარიტა გუტაშვილმა, რომლის და-ძმაც და ოჯახის კიდევ 7 წევრი შოვში სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინციდენტის ნაწილს ონის მერი სერგი ხიდეშელი საკუთარი…

შოვის ტრაგედიაზე „მთის ამბების“ ფილმმა წლის საუკეთესო გამოძიების ჯილდო მიიღო ახალი ამბები

შოვის ტრაგედიაზე „მთის ამბების“ ფილმმა წლის საუკეთესო გამოძიების ჯილდო მიიღო

„მთის ამბების“ საგამოძიებო ფილმმა - დანაშაული შოვში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან წლის ყველაზე საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების ჯილდო მიიღო. ჯილდო ფილმის ავტორსა და „მთის ამბების“ რედაქტორს გელა მთივლიშვილს, დღეს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე გადაეცა.

გვერდი 3 სულ 117
თავში