საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში ენგურში გადავარდნილ სამ ბავშვს მეორე დღეა ეძებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:04 - 03 მაისი 2024 hits 1734

მაშველები და სვანეთის სოფლების მცხოვრებლები მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ სოფელ ნაკრაში, მდინარე ენგურში გადავარდნილი ავტომობილის სამ მგზავრს. მათგან ორი მე-12 კლასის მოსწავლეა, მესამე კი 14 წლის არის. ნაპოვნია მხოლოდ ცარიელი მანქანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, შუადღეს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდები ნაკრაში ბრუნდებოდნენ. წვიმის გამო გზა სველი იყო. სავარაუდოდ, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა.

მდინარე ენგური ახლაც ადიდებულია, ტალახიანი წყალი მოდის, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.

ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, განსაკუთრებით, ხაიშიდან მესტიამდე მონაკვეთი უკვე რამდენიმე წელია ძალიან დაზიანებულია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში