საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მესტია-უშგულის გზაზე მანქანა ენგურში გადავარდა, ორი ახალგაზრდა დაიღუპა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:31 - 09 ივლისი 2023 hits 2727

გვიან ღამით, ზემო სვანეთში, მესტია - უშგულის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაშავდა.

მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელიც მესტიიდან უშგულის მიმართულებით მოძრაობდა, სოფელ მულახში, სახიფათო მოსახვევთან (ხიდთან) მდინარე ენგურში გადავარდა. მძღოლი და მის გვერდით მჯდომი პირი, 32 წლის გიორგი რატიანი და 31 წლის გიორგი ნიჟარაძე ადგილზე დაიღუპნენ. ორივე უშგულის მცხოვრები იყო.

ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა დღეს, დილით, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, მდინარის ხეობაში იპოვეს.

ავტომობილში მყოფი მესამე პირი, 29 წლის გიორგი კაკრიაშვილი გადარჩა. მისი მონათხრობის თანახმად, მდინარეში გადავარდნისას ის მანქანიდან გადმოვარდა და მაშველებსაც მისი საშუალებით შეატყობინეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას მესტიის პოლიცია აწარმოებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში