მესხური ლოკოკინების მაძიებელნი ქუნციდან
21:45 - 18 თებერვალი 2020ღამით ოთხ საათზე დგება. თუ წვიმს, უმჯობესია. ამ დროს გარეთ უფრო ბევრი ლოკოკინა გამოდის. ფანრით ხელში ქვიანი გორებისკენ მიდის, სადაც სოფლის ფერდობზე ბუჩქი - გლერძი ხარობს. ამ წიწვოვანი და ეკლიანი მცენარის ფესვებში ბუდობს მესხური ლოკოკინა.