საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ფოტო არქივიდან საზოგადოება

ეპიდაფეთქება ყაზბეგში - დარიალის სასაზღვროს 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ყალიბდება ახალი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. ჩვენი ჯგუფი, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზბეგშია და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

არც ცოცხალს მინდა სხვაგანა და არც მკვდარსა - მარტოქალი ელო მახაური მათურადან ქალი მთაში

არც ცოცხალს მინდა სხვაგანა და არც მკვდარსა - მარტოქალი ელო მახაური მათურადან

„ცოცხალ ადამიანსა არაფერი უნდა აშინებდეს. ცხოვრება დიდია, ცხოვრებამ არ უნდა შააშინოს ადამიანი, მაგარი უნდა იყოს“ – 72 წლის ელო მახაური უკანაფშავის თემის სოფელ მათურაში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე მარტო ცხოვრობს. ერთი ძაღლი და 45 სული ძროხა ჰყავს.

კორონავირუსის გამო მესტიის მუნიციპალიტეტი 28 დღით ჩაიკეტა საზოგადოება

კორონავირუსის გამო მესტიის მუნიციპალიტეტი 28 დღით ჩაიკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევის დადასტურების გამო, ზემო სვანეთში შესვლა და იქიდან გამოსვლა შეიზღუდა. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საკარანტინო პერიოდი 28 დღეა.

ფოტო - მწვანე ზებრა საზოგადოება

საფეხმავლო გამყოლების მოსამზადებელი კურსი ახალგაზრდებისთვის ფშავ-ხევსურეთში

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ახალგაზრდების შესარჩევად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საფეხმავლო გამყოლების მომზადების მოკლე კურსში. სწავლება ჩატარდება რამდენიმე ეტაპად და მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ გასვლებს საველე პირობებში. კურსის ხანგრძლივობაა 15 დღე. სწავლება უფასოა.

გარდაცვლილი გიორგი კვანჭიანის დედა საზოგადოება

ენგურჰესის მსხვერპლი - იდლიანი ტრაგედიებს ითვლის

გიორგი 24 წლის იყო. შეშას ჭრიდა და ხე დაეცა. მისთვის სამედიცინო დახმარება დროულად რომ აღმოეჩინათ, გადარჩებოდა. სასწრაფომ დაიგვიანა, უახლოეს საავადმყოფომდე გადასაყვანად 3 საათზე მეტი დასჭირდათ და ვერ გადაარჩინეს. ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ, სვანეთში, იდლიანის თემის ოთხივე სოფელთან დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი წყალმა…

სტიქია რაჭაში - მდინარე რიონმა 10 ხიდი და გზები დაანგრია, 12 სოფელი მოწყვეტილია გარემოს დაცვა

სტიქია რაჭაში - მდინარე რიონმა 10 ხიდი და გზები დაანგრია, 12 სოფელი მოწყვეტილია

ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი - 28 ივლისს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ადიდებულმა რიონმა და სხვა მდინარეებმა 10 ხიდი დაანგრია, რამდენიმე ადგილას სამანქანო გზა და ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო.

კისტანი - უჩინარი სოფელი გზის პირას საზოგადოება

კისტანი - უჩინარი სოფელი გზის პირას

დათვიჯვრიდან შატილამდე გზის პირას ერთადერთი სოფელია, სადაც გაზაფხულიდან დაზამთრებამდე, ხევსურეთში მიმავალს რამე თუ გაგიჭირდა, შეგიძლია დახმარება ითხოვო. ორი პატარა სახლი და ორიც დაჟანგული ვაგონი შერჩენია კისტანს, საიდანაც ნათურა იშვიათად ბჟუტავს. სოფელი უმეტესად ჩაბნელებულია.

ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია - პასიური საზოგადოებისა და რუსული გავლენების პირისპირ საზოგადოება

ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია - პასიური საზოგადოებისა და რუსული გავლენების პირისპირ

გრანიტის რუხ სახლებს შორის, მტვრიან გზაზე, შემხვედრებს აჩერებენ და ეკითხებიან, რა უჭირთ. უმრავლესობა ეჭვიან მზერას ადევნებს. ეუცნაურებათ, არ ახსენდებათ, ისეთი სტუმარი, ვინც მათი ცხოვრებით დაინტერესდებოდა, აზრს დაეკითხებოდა.

რაჭა საოკუპაციო ხაზთან საზოგადოება

რაჭა საოკუპაციო ხაზთან

ირში ჩასულს, ვასილ მაისურაძის სახლის ცნობა არ შეეშლება. ღობეზე დიდი ლურჯი დროშაა გამოფენილი, ოქროსფერი ვარსკვლავებით. თუ მიზეზს ჰკითხავთ, გიპასუხებთ - „დროშას იმისას კიდებენ, ვინც გინდა რომ აქ იყოს. მე იმის დროშას ნამდვილად არ გამოვკიდებ, ვინც იარაღითაა შემოსული.“

„სიკვდილ-დამცინავი“ საქართველო საკითხავი

„სიკვდილ-დამცინავი“ საქართველო

ახლა ის ეპოქაა, მთელ სამყაროს შინიდან მისხალ-მისხალ რომ მოივლი, დედამიწის ნებისმიერი წერტილის შესახებ ყოველწამიერ ინფორმაციას რომ შეიტყობ. შენიანებსაც ინტერნეტითა და ტელეფონით რომ შეგიძლია დაუკავშირდე, მაგრამ... აი ეს მაგრამაა ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ის, რასაც ადამიანებისაგან სამყაროში იზოლირება ჰქვია.

გვერდი 42 სულ 117
თავში