მესტიის საავადმყოფოში დიალიზის ცენტრი გაიხსნა
18:59 - 30 აპრილი 2022საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა პირველად გახდა ხელმისაწვდომი - ზემო სვანეთში მცხოვრები პაციენტები ჰემოდიალიზს 2 მაისიდან მესტიის საავადმყოფოში მიიღებენ. აქამდე ადამიანები იძულებულები იყვნენ მშობლიური კუთხეებიდან აყრილიყვნენ და საცხოვრებლად სხვა ქალაქებში გადასულიყვნენ.