საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყე 19 აგვისტოდან იწვის ახალი ამბები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყე 19 აგვისტოდან იწვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ქვაბისხევისა და ზორეთის მიმდებარედ, ტყე 19 აგვისტოდან იწვის. ცეცხლი მრავალწლიან ხეებს უკიდია. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში მხოლოდ მესამე დღეს ჩართეს, როცა ცეცხლი უკვე ათობით…

„მთის ამბებმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა ახალი ამბები

„მთის ამბებმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. „მთის ამბები“ ალავერდის საკათედრო ტაძართან ახლოს, სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებებისა და ამ გადაწყვეტილებების მისაღებად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების…

სასაზღვრო პოლიციის ყველა ვერტმფრენი გამართული და განახლებულია - შსს-ს განმარტება ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის ყველა ვერტმფრენი გამართული და განახლებულია - შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ახლებით 2022 წლის მარტში ჩანაცვლდა, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით.

გუდაურში დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები 100-100 ათას ლარს მიიღებენ ახალი ამბები

გუდაურში დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები 100-100 ათას ლარს მიიღებენ

„სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, ექიმებისთვის, გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მანგანუმის მოპოვების შედეგად ასეთია დღეს წირქვალის მეზობელი სოფელი თაბაგრები ახალი ამბები

მოგერიება წირქვალში - პირველი პროტესტი ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ასარიდებლად

ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29. ჭიათურის რაიონში წირქვალი ერთადერთი სოფელია, სადაც ამ კონსტიტუციური…

ფოტოზე - შამილ ქორთოშიძე ახალი ამბები

სავარაუდოდ, ქარის გამო მოხდა - შამილ ქორთოშიძე გუდაურის ტრაგედიაზე

„ალბათ, ქარის ფაქტორის გამო მოხდა. თვითონ იმ ტერიტორიაზე, სადაც პარაპლანისტი იყო ჩავარდნილი, შვეულმფრენი კლდესთან ახლოს იყო. როცა სამაშველო ოპერაცია უნდა დაეწყოთ, ჩემი აზრით, ამ დროს ქარი შეიცვალა და რომ დაუბერა, შვეულმფრენი შეატრიალა, კუდით დაეტაკა ამ კლდეს. შეჯახების შემდეგ ინერციით გადმოაგდო…

ვერტმფრენი „S-92“ ახალი ამბები

რა ღირს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები

„S-92“-ს, რომელსაც ამერიკული კომპანია „sikorsky“ აწარმოებს, საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებენ ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩინეთში, მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, ინგლისში, ამერიკაში, ირლანდიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში.

ფოტოზე - მფრინავი ზაზა ლორია ახალი ამბები

ვინ არიან გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, რომელიც დღეს გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა, გამოცდილი მფრინავი ზაზა ლორია მართავდა. ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი. ბორტზე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი, გიორგი ვენეცკი, მაშველები…

შს მინისტრმა დაადასტურა, რომ გუდაურში 8 ადამიანი დაიღუპა ახალი ამბები

შს მინისტრმა დაადასტურა, რომ გუდაურში 8 ადამიანი დაიღუპა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად, 8 ადამიანია გარდაცვლილი.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა ახალი ამბები

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. შემთხვევა გუდაური-კობის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველ გვირაბთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და სასწრაფო…

გვერდი 15 სულ 118
თავში