საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე / მთის ამბები, რეგინფო

16:38 - 19 მარტი 2019 hits 1305

საინფორმაციიო ცენტრების ქსელი (ICN) ონლაინგამოცემებისთვის www.mtisambebi.ge და www.reginfo.ge აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი – თბილისის ოფისი. ანაზღაურება 1300 ლარი (გადასახადების ჩათვლით), სრული სამუშაო განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
  • ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
  • ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
  • სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;

მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
  • სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის საბაზისო ცოდნა;
  • გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი;
  • გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა 30 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ (www.Reginfo.ge), ინტერნეტგამოცემა „მთის ამბებს“ (www.mtisambebi.ge), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრს (www.ick.ge) და პანკისის სათემო რადიოს (www.Radioway.ge).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში