საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის ამბები/რეგინფო აცხადებს ვაკანსიებს

20:58 - 26 ნოემბერი 2020 hits 5596

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) ახალი პროექტის ფარგლებში გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო აცხადებს ვაკანსიებს მულტიმედია რეპორტიორის, ვიდეოოპერატორი/მემონტაჟის, სათემო რადიოების პროდიუსერის, სოციალური მედიის მენეჯერის, პროექტის კოორდინატორის თანაშემწის, მძღოლი/ტექნიკური ასისტენტის პოზიციებზე:

  • სათემო რადიოების პროდიუსერი - ანაზღაურება - 2500 ლარი;
  • მულტიმედია რეპორტიორი - 1500-დან 2000 ლარამდე;
  • ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე - 1500-დან 2000 ლარამდე;
  • სოციალური მედიის მენეჯერი - 1500 ლარი (საწყის ეტაპზე);
  • პროექტის კოორდინატორის თანაშემწე - 1500 ლარი;
  • მძღოლი/ტექნიკური ასისტენტი - 800-დან 1000 ლარამდე.

(ხელფასი მითითებულია გადასახადების ჩათვლით).

 

მულტიმედია რეპორტიორი

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი ან საქართველოს ნებისმიერი რეგიონი; სრული სამუშაო განაკვეთი.

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები: mtisambebi.ge და reginfo.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

 

ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი; სრული სამუშაო განაკვეთი.

მოთხოვნები: ოპერატორ/მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი ან პროფესიული განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; დრონის მართვა (მიიჩნევა უპირატესობად); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

ძირითადი მოვალეობები: mtisambebi.ge და reginfo.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.

 

სათემო რადიოების პროდიუსერი

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი; სრული სამუშაო განაკვეთი.

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; რადიოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები: სათემო რადიოების მაუწყებლობის წარმოების მართვა; ახალი ამბების პროგრამებისა და გადაცემების პროდიუსინგი; რადიოსადგურების ვებგვერდების მართვა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.

 

სოციალური მედიის მენეჯერი

სამუშაო ადგილი – თბილისის ოფისი. სრული სამუშაო განაკვეთი; ანაზღაურება 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიენიჭება უპირატესობა); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის საბაზისო ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); გუნდური მუშაობის უნარი.

 

პროექტის კოორდინატორის თანაშემწე

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი; სრული სამუშაო განაკვეთი.

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; შემოქმედებითი ხედვა; ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (აუცილებელია); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობა / კოორდინატორის დახმარება (რეგიონებში მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); მთის სათემო ორგანიზაციების კოორდინაცია და მათი განვითარების მხარდაჭერა; თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

 

მძღოლი/ტექნიკური ასისტენტი

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი; სრული სამუშაო განაკვეთი; ანაზღაურება 800-დან 1000 ლარამდე.

მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი; სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა; გადამღები ჯგუფის დახმარება; გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ნოემბერი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დაუკავშირდება 3 დეკემბრამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში