საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

BBC Media Action მხარდაჭერით, მთის ამბები/რეგინფო აცხადებს ვაკანსიებს

22:10 - 06 ივლისი 2020 hits 10726

BBC Media Action-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა (ICN) დაიწყო ახალი, სამწლიანი პროგრამის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ICN გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე თბილისის ან კახეთის ოფისში.

რედაქტორი - ანაზღაურება 3500 ლარი;

მულტიმედია რეპორტიორი - 1800 ლარი;

ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე - 1800 ლარი;

სოციალური მედიის მენეჯერი - 1500 ლარი;

პროექტის კოორდინატორის ასისტენტი - 1500 ლარი;

(ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით).

 

რედაქტორი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; რეპორტიორების მართვა - წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.

 

მულტიმედია რეპორტიორი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები: mtisambebi.ge და reginfo.ge-სთვის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

 

ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე:

მოთხოვნები: ოპერატორ/მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი ან პროფესიული განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

ძირითადი მოვალეობები: mtisambebi.ge და reginfo.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.

 

სოციალური მედიის მენეჯერი:

მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის საბაზისო ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

 

პროექტის კოორდინატორის ასისტენტი:

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; შემოქმედებითი ხედვა; ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (აუცილებელია); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობა / კოორდინატორის დახმარება (რეგიონებში მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); მთის სათემო ორგანიზაციების კოორდინაცია და მათი განვითარების მხარდაჭერა; თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ (www.Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივლისი.

შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში