საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაკანსია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

22:21 - 09 აპრილი 2020 hits 4484

მთის ამბები / რეგინფო აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის ან კახეთის ოფისში.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება.

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება (რეგიონებში მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); მთის სათემო ორგანიზაციების კოორდინაცია და მათი განვითარების მხარდაჭერა; თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ (www.Mtisambebi.ge) და რეგინფოს (Reginfo.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; შემოქმედებითი ხედვა; ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ანაზღაურება – 1500-დან 2500 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით). ხელფასი განისაზღვრება შესაძლებლობებისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 აპრილი.

შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში