საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმებით - საქართველოს ამბები / მთის ამბები

20:16 - 01 აგვისტო 2023 hits 12013

საინფორმაციო რესურსების ქსელი პროექტებისთვის საქართველოს ამბები / მთის ამბები აცხადებს კონკურსს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ პოზიციებზე:

  • სოციალური მედიის მენეჯერი;
  • მემონტაჟე;
  • რეპორტიორი;
  • ვიდეოოპერატორი;
  • ტექნიკური ასისტენტი/მძღოლი;

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იყოფა ორ ნაწილად: სწავლების პირველი, ერთთვიანი ნაწილი გაიმართება სექტემბერში და მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ მეცადინეობებს ოფისსა და საველე პირობებში. ამ პერიოდში მონაწილეები ჩართულნი იქნებიან თემების შერჩევის, რესპონდენტებთან მუშაობის, ვიდეოგადაღების, მონტაჟის, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში.

სწავლების პირველ ეტაპზე მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამგზავრო და კვების, მივლინებისას აუცილებელი ხარჯებით, სრულყოფილი მასალის შექმნის შემთხვევაში მიიღებენ ჰონორარს.

პროგრამის მეორე თვიდან მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებთან გაფორმდება წერილობითი სახის შრომითი ხელშეკრულება და დაენიშნებათ ხელფასი, რომელიც განისაზღვრება თითოეული კანდიდატის უნარებისა და მოვალეობების შესაბამისად. პროექტში ჩართულობა გულისხმობს საქართველოს ამბები / მთის ამბების თბილისის ოფისში სრული დატვირთვით მუშაობას, დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებას და საწყის ეტაპზე 1500-დან 2000 ლარამდე ანაზღაურებას (გადასახადების ჩათვლით).

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც აინტერესებთ მედია და ადვოკატირება, მაღალმთიანი რეგიონები, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სოციალურ, გარემოსდაცვით, განათლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობა.

უპირატესობა მიენიჭებათ თხრობისა და წერის, ვიდეო და ფოტოგადაღების, ტექნიკასთან ურთიერთობის კარგი უნარების მქონე კანდიდატებს.

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა  [https://mtisambebi.ge/about-main/join] ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა. ეს ინფორმაცია პროექტის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გრაფაში - რაზე შემოგაქვთ განაცხადი, მიუთითეთ პროგრამისა და სასურველი პოზიციის დასახელება, მაგალითად, ანაზღაურებადი სტაჟირება - ვიდეოოპერატორი და ა.შ.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული ანკეტა გამოგზავნეთ 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

„საქართველოს ამბები“ (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. „საქართველოს ამბებისთვის“ პრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. რაც შეეხება „მთის ამბებს“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით, ცვლილებები გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში