საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის კიდობანი“ - არჩვის (ფსიტი) „ლეგენდარული“ რქების საიდუმლო

15:45 - 27 სექტემბერი 2017 hits 20350

არჩვი, იგივე - „ფსიტი“, როგორც საქართველოში ეძახიან, მთის ჩლიქოსნების ერთ-ერთი წარმომადგენელია.

მთის სხვა ჩლიქოსნებისგან განსხვავებით, არჩვი უფრო მცირე ზომისაა და გამოირჩევა რქების ფორმითაც. პატარა ზომის, მოკაუჭებული რქები არაერთ ლეგენდას წარმოშობს:

არსებობს ვერსია, რომ საფრთხის დროს, მოკაუჭებული რქებით, არჩვი ხის ტოტზე ეკიდება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ცხოველი მოკაუჭებული რქებით უსტვენს - არჩვს სტვენისმაგვარი ხმების გამოცემა ახასიათებს. სწორედ აქედან წარმოდგება მისი ქართული სახელწოდება - „ფსიტი“.  

ამ ცხოველის რიცხოვნობა კავკასიონზე უფრო და უფრო მცირდება. ნადირობის წნეხი მასზეც მოქმდებს, თუმცა არჩვზე ნადირობა პოპულარული არ არის.

„არჩვი არ არის ნადირობის ისეთივე პოპულარული ობიექტი, როგორიც ჯიხვი ან ნიამორია.  მომცრო რქების გამო, მისი სატროფეო ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უზარმაზარი რქების მქონე ნიამორის ან ჯიხვისა. თუმცა, ყველა მონადირე, რომელიც ჯიხვზე მიდის სანადიროდ, თავს ვალდებულად თვლის, რომ არჩვიც გამოაყოლოს“.

Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში