საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გიდების მოსამზადებელი მოკლევადიანი უფასო კურსი პრაქტიკული წვრთნებით

23:09 - 15 სექტემბერი 2017 hits 7002

საინფორმაციო ცენტრების ქსელი იწვევს თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთსა და პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს გიდების მოსამზადებელ მოკლევადიან სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 18 წლიდან, რომლებიც მუდმივად ან სეზონურად ცხოვრობენ აღნიშნულ რეგიონებში.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ CV (ავტობიოგრაფია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სწავლა უფასოა. კურსი 12 დღიანია და თეორიულ მეცადინეობებთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას. მეცადინეობების ფარგლებში დაგეგმილია საფეხმავლო ტური პანკისიდან თუშეთში (ბირკიანი-ბაწარა-ტბათანა-საქისტო-ბორბალო-ალაზნისთავი-წოვათა-ალისგორი), თუშეთიდან (ალისგორი-ფარსმა-გირევი-აწუნთას უღელტეხილი) - პირიქითა ხევსურეთის (არჭილო-ანდაქი) და პირიქითა ხევსურეთიდან - უკანაფშავის მიმართულებით (მათურა-მუქო-შუაფხო) - (8-9 დღე).

სასწავლო კურსს გაუძღვება მოწვეული სპეციალისტი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. სასწავლო კურსის მონაწილეთა ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად ფარავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი. ორგანიზატორი მონაწილეებს შესაბამისი სალაშქრო აღჭურვილობითაც უზრუნველყოფს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში