საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნუგზარ დაიაურის ვიდეობლოგი პირიქითა ხევსურეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:48 - 15 სექტემბერი 2017 hits 5243

„სკოლა რომ არ იყოს და ექიმი რომ არ გვყავდეს აქაური, ადგილობრივი, ოჯახით არავინ დარჩებოდა აქ“, - ამბობს ნუგზარ დაიაური, რომელიც 2010 წლიდან მუდმივად მუცოში ცხოვრობს.

პირიქითა ხევსურეთს თითქმის 40 წლიანი გადასახლების შემდეგ დაუბრუნდა. სხვაგვარად აღარც შეეძლო - „სიზმრებშიც აქ ვიყავიო“. სხვისი სახლი აღადგინა და დროებით იქ დაფუძნდა. წინაპრების ალაგის აღდგენაც უნდა, მაგრამ ტრაქტორი არ არის და სახლამდე გზა ვერ აჰყავს.

პირიქითა ხევსურეთში მუდმივად ორი ოჯახი ცხოვრობს, 4-5 ადამიანი კი საქონლის მოსავლელად რჩება. მთელი წლის განმავლობაში, ხეობა 7-8 თვით წყდება გარესამყაროს და პრობლემებიც იწყება:

„რა იქნება რომ ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება გვქონდეს?! რამე რომ მოხდეს, ან ზვავი, ან ვინმე გადაიჩეხოს, უცებ რომ მივიდეთ ჩვენ, მესაზღვრეები და ერთმანეთს დავეხმაროთ. ტრაქტორი გვჭირდება, ასევე, ბავშვებმა სკოლაში რომ იარონ, გადაადგილების რაიმე საშუალება“.

თუკი ვინმე ცუდად გახდა, მხოლოდ ღმერთისა და ექიმ - მიხეილ ჭინჭარაულის იმედზე არიან. „სადაც გინდა დარეკე, შანსი არ არის, თუ ბუნებამ და ამინდმა არ შეგიწყო ხელი, ვერავინ წაგიყვანს. უამინდობის გამო ვერტმფრენიც ვერ დაფრინავს ხშირად“.

 

ამავე თემაზე: ამ ხეობას ნუ მოვკლავთ, ასე ნუ დავტოვებთ - ნიკო არდოტელი

24 კილომეტრი ფეხით – განათლების მისაღებად

მარტოკაცი ანდაქიდან - ერთი ბილიკა გვინდა, გზას ხომ არ ვითხოვთ

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში