საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:31 - 06 ივლისი 2017 hits 21466

გურიაში მდებარე მაღალმთიან კურორტ ბახმაროს 2017 წლის 5 ივლისიდან რეკრეაციული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა.

მთავრობის დადგენილებით დადგინდა ბახმაროს რეკრეაციული ტერიტორიების საზღვრებიც. სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე, ბახმაროში ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების (ზონირების) სპეციალური რეჟიმი გავრცელდება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წლის 13 აგვისტოს დაამტკიცა.

სარეკრეაციო ტერიტორია გულისხმობს ისეთ დასახლებულ ან დაუსახლებელ ტერიტორიას, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და დასვენება (რეკრეაცია) და რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა დასვენებისთვის.

„ბახმაროს განვითარების გეგმა ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს“.

ასევე ამ კურორტის კანონზომიერ განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც თანამედროვე კურორტს უნდა გააჩნდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი კურორტი, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სოფელი ბახმარო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კურორტია. იგი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1926 - 2050 მეტრის სიმაღლეზე.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში