საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

არის თუ არა შოვში მუშაობა უსაფრთხო და ეპიდემიის გავრცელების რისკები ახალი ამბები

არის თუ არა შოვში მუშაობა უსაფრთხო და ეპიდემიის გავრცელების რისკები

კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, 3 აგვისტოდან დღემდე, ტეტანუსის საწინააღმდეგოდ სტიქიის ზონაში მყოფი მხოლოდ 28 ადამიანი აიცრა, არადა, ბოლო ერთ კვირაში, სამაშველო-საძიებო ოპერაციაში 800-მდე მაშველი, ასობით სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და ამდენივე მოხალისეა ჩართული. ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში ინფექციაა.…

„მთის ამბების“ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი ამბები

„მთის ამბების“ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ დაესხა თავს ონლაინგამოცემა „მთის ამბებს“. მას არ მოსწონს, რომ ჩვენი გამოცემა შოვში მომხდარ ტრაგედიას სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან აშუქებს. ეს არ მოსწონთ მთავრობის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს.

გეოლოგი, მეცნიერი შოთა ადამია ახალი ამბები

დაუდევრობა რბილი ნათქვამია, ეს დანაშაულია. უკვე 19 დაღუპული - გეოლოგი შოთა ადამია

„შოვი იყო საფრთხის შემცველი ადგილი, გეოლოგები სულ ვამბობდით ამას. რატომ ასახლებ იქ ხალხს? თუ აქ ვინმეა დამნაშავე, პირველ რიგში ცენტრალური ხელისუფლებაა, შემდეგ ადგილობრივი, მერე ის, ვინც იმ ადგილას ბიზნესი გააკეთა. სად არის გარემოს დაცვის მინისტრი, რომელმაც უნდა დაიცვას გარემო, თავის…

„იქ რაც მოხდა, არა მგონია, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებას აზრი ჰქონოდა. ვინც გადარჩა, გადარჩა“ ახალი ამბები

„იქ რაც მოხდა, არა მგონია, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებას აზრი ჰქონოდა. ვინც გადარჩა, გადარჩა“

„ვინც არ დაფარულა [ტალახით], ყველა გადარჩა იქ ხომ. არცერთი ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც მაგალითად მოგვიანებით და რამდენიმე საათის მოგვიანებით აღმოჩენილიყო დაღუპული. გამოვრიცხავ მე პირადად, გულწრფელად, რომ გითხრათ ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად 15 წუთში…

პაპუაშვილი თავს ესხმის ექსპერტებს, რომლებიც შოვის სტიქიაზე დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ ახალი ამბები

პაპუაშვილი თავს ესხმის ექსპერტებს, რომლებიც შოვის სტიქიაზე დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საბოტაჟში დაადანაშაულა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ და ონლაინგამოცემა „მთის ამბები“.

ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი ახალი ამბები

პროგნოზირების შემთხვევაში, ალბათობა, რომ შოვში ეს ხალხი გადარჩებოდა, იყო 80% - ჰიდროლოგი

„სტიქიური პროცესები, რომლებიც ბუნებრივად ვითარდება სხვადასხვა გარემოებით და კი, ყველგან ხდება, მაგრამ მას წინ აუცილებლად უძღვის რაღაც, რაც პროცესს ააქტიურებს და სწორ დროს, სწორი ინფორმაციის ქონა გვეხმარება იმაში, რომ დანაკარგი შემცირდეს, სტიქიური პროცესი კი სტიქიურ უბედურებად არ მოგვევლინოს. ალბათობა იმისა,…

ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით, სტიქია ყველგან ხდება - გარემოს დაცვის მინისტრი ახალი ამბები

ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით, სტიქია ყველგან ხდება - გარემოს დაცვის მინისტრი

„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. ადრეული გაფრთხილების სისტემები რომც ყოფილიყო დამონტაჟებული, იმდენად სწრაფად მოხდა ეს პროცესები, შეიძლება მაინც ვერ ყოფილიყო ეფექტური. მყინვარის დნობა არის კლიმატის ცვლილების შედეგი, რაც გამოწვევაა მთელს მსოფლიოში. სტიქია ხდება ყველგან. ჩვენ ვაკვირდებით,…

შოვში დაკარგულებს შორის არის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი ახალი ამბები

შოვში დაკარგულებს შორის არის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი

კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაკარგულებს შორის არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ოჯახის წევრებმა „მთის ამბებს“ დაუდასტურეს, რომ 3 აგვისტოს შემდეგ ის არ უნახავთ და ვერც კავშირზე გავიდნენ. გენადი სულთანიშვილი კოტეჯების სასადილოში მზარეულად მუშაობდა.

დიდი ალბათობით, სიკვდილს თავიდან ავირიდებდით - ინტერვიუ თეა გოდოლაძესთან ახალი ამბები

დიდი ალბათობით, სიკვდილს თავიდან ავირიდებდით - ინტერვიუ თეა გოდოლაძესთან

„ღვარცოფს, მიწისძვრას, მეწყერს ვერ ავირიდებთ თავიდან, ის მაინც წამოვა, მაგრამ წინ არ უნდა დახვდე, მონიტორინგის სისტემები უნდა გვქონდეს. როცა იცი, რომ გამოტანის ღვარცოფული კონუსია, როცა იცი, ადრეც ასეთი რაღაც მომხდარა, რას აშენებ იქ, რატომ გყავს ხალხი იქ? 2017, 2018, 2019…

სტიქიის ზონაში ამბროლაურის პოლიციის თანამშრომელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა ახალი ამბები

სტიქიის ზონაში ამბროლაურის პოლიციის თანამშრომელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა

ამბროლაურის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე გარდაიცვალა სტიქიის ზონაში, სადაც ის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

გვერდი 7 სულ 117
თავში